წვდომის მენიუ

შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 315 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2007

მიღების თარიღი ივნისი 08, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” (სახელმწიფო რეგისტრაციის №5/4-3396, 2002 წლის 12 ნოემბერი) კომისიას მიმართა განცხადებით №17/03-2422, 04.06.07, კონტროლისა და მონაცემთა ბაზის სისტემის დანერგვის პროექტის (SCADA/EMS) ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე განცხადების დანართში განსაზღვრულ ენერგოობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირისთვის,  სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” 18გჰც და 23გჰც სიხშირულ დიაპაზონში გამოეყო ოთხი სიხშირული წყვილი, თითიეული ზოლის სიგანით 28მჰც, გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა.

სიხშირები:  17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;    17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც; 22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;  22526.0მჰც ± 14მჰც და  23534.0მჰც ± 14მჰც გათვალისწინებულია, ენერგოობიექტებს    შორის  რადიოსარელეო    კავშირისთვის      და  გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას”  სიხშირეები 17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;    17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც; 22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;  22526.0მჰც ± 14მჰც და  23534.0მჰც ± 14მჰც  ენერგოობიექტებს შორის მონაკვეთებზე:

ა)   ქვესადგური ზუგდიდი-220 - ელსადგური ენგურჰესის ანძა

      17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;   

ბ)   ელსადგური ენგურჰესის ანძა   - ელსადგური ენგურჰესის ადმ. შენობა

      17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც;

დ)  ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-4

      17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;   

ე)   ვარციხეჰესი-4      -      ვარციხეჰესი-3

      17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც;

 ვ)   ქვესადგური ზესტაფონი-500 - ქვესადგური ფერო-220 

       22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც; 

 ზ)  ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-1

        22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;

 თ)  ვარციხეჰესი-1     -     ვარციხეჰესი-2

       22526.0მჰც ± 14მჰც და  23534.0მჰც ± 14მჰც

რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა,  ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის”  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს

 (ს. შავგულიძე).

 კომისიის  თავმჯდომარე                                                    ზ.ნონიკაშვილი

კომისიის  წევრი                                                                  გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები