წვდომის მენიუ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 316 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2017 12:28

მიღების თარიღი ივნისი 08, 2007

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ  საქართველოში,   კომისიას მიმართა განცხადებით   (შემოსული 2007 წლის 23 მაისს №7/150-07) ძალიან მცირე აპერტურის მქონე (VSAT) თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის მიწისზედა სადგურის  ფუნქციონირებისთვის, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად,  გადაცემაზე 6383.0 მჰც და მიღებაზე 4158მჰც სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირები 6383.0 მჰც გადაცემაზე და 4158.0 მჰც მიღებაზე გათვალისწინებულია ქ.თბილისში, გეოგრაფიული  კოორდინატებით (N 410 72 ; E 440 80)  განსაზღვრულ ადგილზე,  ძალიან მცირე აპერტურის მქონე (VSAT) თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის  საკუთარი მოხმარების მიწისზედა სადგურის, თანამგზავრულ ქსელში NSS-703 (570) ფუნქციონირებისთვის და  გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში სიხშირები 6383.0 მჰც გადაცემაზე და 4158.0მჰც მიღებაზე, ქ.თბილისში, კოორდინატებით (N 410 72  ;   E 440 80)  განსაზღვრულ ადგილზე,  ძალიან მცირე აპერტურის მქონე (VSAT) თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის  საკუთარი მოხმარების მიწისზედა სადგურის, თანამგზავრულ ქსელში NSS-703 (570)  ფუნქციონირებისთვის,   ერთი წლის ვადით;

3. აღირიცხოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში, მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში, სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ) 1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე).

 კომისიის  თავმჯდომარე                                                    ზ.ნონიკაშვილი

კომისიის  წევრი                                                                              გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები