წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 317 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2007

მიღების თარიღი ივნისი 15, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 15 ივნისის N 37 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს N 37 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 (შპს ”ინფოტელსა” და  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ),  მე-3 (შპს ”კავკასიის ციფრული ქსელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ),  მე-4 (შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ), მე-5 (შპს ”სანეტის” გაფრხილების თაობაზე), მე-6 (შპს ”კავკასუს ნეთვორკის” გაფრხილების თაობაზე)  და მე-7 (შპს ”ჯორჯია ონლაინის” გაფრხილების თაობაზე) საკითხების განხილვა მ/წლის 22 ივნისის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  N 37 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 8 (რვა) საკითხი:

ა) შპს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს ”რადიო საქართველოსთვის” კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);

გ) შპს ”ჯიპისი”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

დ) ინდ. მეწარმე ”ზურაბ ქუმსიაშვილი”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ე) ინდ. მეწარმე ”დავით ბერიაშვილი”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ვ) შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია GTC”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ზ) შპს ”ხიდის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

თ) ი/მ ”ზვიად ნემსაიას” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

3.  დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 15 ივნისის N 37 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                   კომისიის თავმჯდომარე                                                     ზ. ნონიკაშვილი

                                   კომისიის წევრი                                                     დ. პატარაია

                                   კომისიის წევრი                                                      გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები