წვდომის მენიუ

ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 318 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2007

მიღების თარიღი ივნისი 15, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია:

ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება (N 6/377 17.04.2007 შემოსული N 2/115/240 17.04.2007), ინტერნეტით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშნვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის დადგენის მიზნით ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”კავკასუს ნეტვორქის”, შპს ”ჯორჯია ონლაინის” და შპს ”სანეტის” ფარდობითი წილი აღემატება 80% და არსებობს საფრთხე, რომ ადგილი ექნება საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. განმცხადებელი კომპანია ითხოვს, კომისიამ განახორციელოს კვლევა და დააკისროს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს სპეციფიკური ვალდებულებები.

ბ) სს ”ეგრისის” განცხადება (N 6/639-07 12.06.2007 შემოსული N 65 12.06.2007),    რომელიც ეხება აღნიშნული კომპანიისა და შპს ”კავკასუს ნეთვორქს” შორის წამოჭრილ დავას. განცხადების მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენს შპს ”კავკასუს ნეტვორქის” მხრიდან მის საკუთარ და ასევე მსხვილი ორგანიზაციების სერვერებზე დაშვების შეზღუდავას. სს ”ეგრისი” აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ნეთვორქი” მატერიალურ ზარალს აყენებს სხვა ოპერატორებს. განმცხადებელი თხოვს კომისიას აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.

გ) სს ”ეგრისის”, შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”ჯტს-ს” და შპს ”ინტერკომის” ერთობლივი განცხადება (N 6/640-07 12.06.2007 შემოსული N66 12.06.2007), რომლის მიხედვით შპს  ”კავკასუს ნეტვორქი”, შპს ”ჯორჯია ონლაინი” და შპს ”სანეტი” ზღუდავენ აღნიშნული კომპანიების აბონენტებისთვის მათ საიტებზე შესვლას და პირიქით, მათი აბონენტებისთვის ამ კომპანიების საიტებზე შესვლას. განმცხადებლები ითხოვენ, კომისიამ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კავკასუს ნეტვორკის”, შპს ”ჯორჯია ონლაინის” და შპს ”სანეტის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად აღიარების და სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის კვლევისა და  ანალიზის დაწყების თაობაზე კომისიაა იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ასაბუთებს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტუნარიანობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია. მომსახურების ბაზრის ანალიზის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის განსაზღვრის პროცედურები მიმდინარეობს საჯარაო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6  პუნქტის შესაბამისად ”კომისია უფლებამოსილია დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება როგორც მომსახურების მთლიანი ბაზრის, ისე მისი ცალკეული სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე”.

            კომისია განსაზღვრავს კვლევის და ანალიზის საგნად საცალო ბაზრის სეგმენტს - ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურება და საბითუმო ბაზრის სეგმენტს - ძირითადი საკომუტაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება.  

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა

1.   დაიწყოს საჯარო ადმინისტარციული წარმოება ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტის კვლევისა და ანალიზის შესახებ (გ. ბუთბაია);

2.  გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მ. აროშიძე );

3.  საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2007 წლის 13 ივლისს.  გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენიდან 10 სამუშაო დღეში;

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა)

კომისიის თავჯდომარე                                    ზ. ნონიკაშვილი

წევრი                                                                 დ. პატარია

წევრი                                                                  გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები