წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანიასთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

ნომერი: 319 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2007

მიღების თარიღი ივნისი 15, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა  შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანიასთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანიას” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელიც 2007 წლის  1 მაისის მდგომარეობით აღემატება 4411  ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანიის” მხრიდან ვალი ნაწილობრივ აღიარებულია 1618 ლარის ოდენობით, რასაც ადასტურებს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანიის” 2007 წლის 8 ივნისის შეგებებული განცხადება.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

მხარეთა პოზიციის შეჯერების, ანალიზის, ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

              გადაწყვიტა:  

1.  აღიარებული დავალიანების (1618 ლარის)   დასაფარად მიეცეს ვადა შპს ” ქართულ სატელეფონო კომპანიას ” 2007 წლის  22 ივნისამდე;

2.   შპს ”ქართული სატელეფონო კომპანიის” მხრიდან აღიარებული დავალიანების (1618 ლარის) 22 ივნისამდე სრულად არ დაფარვის შემთხვევაში, მიეცეს უფლება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                               ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრები:                                                          გ. ფრუიძე                                                                                        

                                                                                        დ. პატარაია
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები