წვდომის მენიუ

რომან ანთაძესთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 32 / 8

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2007

მიღების თარიღი იანვარი 18, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის N581/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:

ა) 15XXXX  (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.რუსთავში.

ბ) 17XXXX  (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.რუსთავში.

გ) 18XXXX  (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.რუსთავში.

ლიცენზიის მაძიებლების მიერ  განცხადებების მიღების  ვადად განისაზღვრა 2007 წლის 15 იანვრის 17:00 საათი.

აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა რომან ანთაძემ, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ აქვს სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი თითოეული ლიცენზიისთვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის N581/10 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ვადა რომან ანთაძეს  2007 წლის 29 იანვრამდე  წარმოადგინოს სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი თითოეული ლიცენზიისთვის;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების რომან ანთაძისთვის  გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

კომისიის წევრები                             დ.პატარაია

                                                         გ.ფრუიძე

                                                        ზ.ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები