წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”ეგრისთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 320 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2007

მიღების თარიღი ივნისი 15, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, და მოითხოვა  შპს ”ეგრისთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ეგრისს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელიც 2007 წლის  26 მარტის მდგომარეობით აღემატება 90.000  ლარს.               

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ეგრისის” მხრიდან ვალი ნაწილობრივ აღიარებულია (71.060.19 ლარის ოდენობით)   რასაც ადასტურებს შპს ”ეგრისის” 2007 წლის 15 მაისის განცხადება.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა, კომისიის 2007 წლის 15 ივნისის სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად აღარ მოითხოვს თანხმობის მიცემას შპს ”ეგრისთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ

              გადაწყვიტა:

1.  შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადების თაობაზე;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                               ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრები:                                                          დ. პატარაია                                                                                                                                                                             

                                                                                         გ. ფრუიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები