წვდომის მენიუ

შპს ”ვ. დ. ჯგუფისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 324 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2007

მიღების თარიღი ივნისი 15, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ვ.დ. ჯგუფმა”  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ლი სასამართლოს მიერ, № 5ა/4-4357; 02.12.04) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/145-07, 21.05.07)  ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვითი საქმიანობისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ვ.დ. ჯგუფს” 411.600  მჰც და 417.600 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ვ.დ. ჯგუფისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ვ.დ. ჯგუფისთვის”  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები