წვდომის მენიუ

ი/ს “გივი ბიჭოლაშვილისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 327 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2007

მიღების თარიღი ივნისი 15, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/ს “გივი ბიჭოლაშვილმა” (თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის № 246; 20.01.02)  კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თელავის  ტერიტორიაზე სამი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

      “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ი/ს “გივი ბიჭოლაშვილს” 143.025  მჰც, 425.350 მჰც და 153.925 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) სიხშირეები ქ. თელავში და მის მიმდრბარე ტერიტორიაზე ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ი/ს “გივი ბიჭოლაშვილისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს “გივი ბიჭოლაშვილისთვის“   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები