წვდომის მენიუ

შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 333 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2007

მიღების თარიღი ივნისი 15, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 18 მაისის №250/8 გადაწყვეტილებით ქ.თბილისში 152XXX-156XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”. ამავე გადაწყვეტილებით შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” - ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 7875.00 (შვიდი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის 30%-ს -  2362.5 (ორი ათას სამას სამოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 750.00 (შვიდას ორმოცდაათი ლარი) ლარი ანუ 1612.50 (ერთი ათას ექვსას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N101 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 152XXX-156XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 15 ივნისამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ის ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (5,512.50 - ხუთი ათას ხუთას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043020;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (5,512.50 - ხუთი ათას ხუთას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

459.375 ლარი    -   2007 წლის 15 ივლისამდე;

459.375 ლარი    -   2007 წლის 15 აგვისტომდე;

459.375 ლარი    -   2007 წლის 15 სექტემბრამდე;

459.375 ლარი    -   2007 წლის 15 ოქტომბრამდე;

459.375 ლარი    -   2007 წლის 15 ნოემბრამდე;

459.375 ლარი    -   2007 წლის 15 დეკემბრამდე;

459.375 ლარი    -   2008 წლის 15 იანვრამდე;

459.375 ლარი    -   2008 წლის 15 თებერვლამდე

459.375 ლარი    -   2008 წლის 15 მარტამდე;

459.375 ლარი    -   2008 წლის 15 აპრილამდე;

459.375 ლარი    -   2008 წლის 15 მაისამდე;

459.375 ლარი    -   2008 წლის 15 ივნისამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

            კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ.ნონიკაშვილი

            კომისიის წევრები                                                                 დ.პატარაია

                                                                                                            გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები