წვდომის მენიუ

შპს “ხიდის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 334 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2007

მიღების თარიღი ივნისი 15, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ხიდმა”  კომისიას მიმართა განცხადებით (№ 103, 24.05.07) სიხშირის მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის (მონაცემები სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ) წარმოდგენისათვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/991-07, 07.06.07.). კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ  ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   განუხილველად იქნას დატოვებული შპს “ხიდის” განცხადება  სიხშირის  მინიჭების შესახებ;

2.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები