ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2007
მიღების თარიღი ივნისი 22, 2007
რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1,356,633.60 (ერთი მილიონ სამას ორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ოცდაცამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 4 ივნისის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2007 წლის 22 ივნისის 14:00 საათი;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს:
1. შპს ”ჯეომაქსი;
2. \"Black Sea Telecom\" Ltd;
3. შპს ”მაგთიკომი”;
4. “Munir Sukhtian International”;
5. შპს ”სერვისლაინი” ;
\"Black Sea Telecom\" Ltd -ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა გამოცხადებული აუქციონის პირობებს, კერძოდ \"Black Sea Telecom\" Ltd -ს განცხადებას თანდართული არ ჰქონდა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, \"Black Sea Telecom\" Ltd კომისიის 2007 წლის 8 ივნისის №307/8 გადაწყვეტილებით განესაზღვრა ვადა - 2007 წლის 19 ივნისამდე წარმოედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია. \"Black Sea Telecom\" Ltd მიერ 2007 წლის 14 ივნისს კომისიაში წარმოდგენილ იქნა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
შესაბამისად, კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2007 წლის 22 ივნისის კომისიის სხდომაზე.
ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად, შპს ”ჯეომაქსი+”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №5, \"Black Sea Telecom\" Ltd წარმომადგენელმა №2, შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა - №4, ”Munir Sukhtian International” -ს წარმომადგენელმა №3, შესაბამისად, შპს ”სერვისლაინი”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა №1.
აუქციონის მსვლელობისას, შპს ”მაგთიკომი”-ს წარმომადგენელმა მე-11 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს ”ჯეომაქსი+”-ს წარმომადგენელმა 73-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. ”Munir Sukhtian International”-ს წარმომადგენელმა 83-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. \"Black Sea Telecom\" Ltd ”-ს წარმომადგენლის მიერ ბოლოს დაფიქსირებულ იქნა საწყის ოდენობას დამატებული 84 (ოთხმოცდაოთხი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”სერვისლაინი”-ს წარმომადგენელმა დაამატა კიდევ 1 (ერთი) ბიჯი. \"Black Sea Telecom\" Ltd ”-ს წარმომადგენელმა 86-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 85 (ოთხმოცდახუთი) ბიჯი, სულ 7,122,353.60 (შვიდი მილიონ ას ოცდაორი ათას სამას ორმოცდაცამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი დააფიქსირა შპს “სერვისლაინი”-ს წარმომადგენელმა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”სერვისლაინი” 3434.5 მჰც ÷ 3445.0 მჰც; 3534.5 მჰც ÷ 3545.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 7,122,353.60 (შვიდი მილიონ ას ოცდაორი ათას სამას ორმოცდაცამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი.
2. უზრუნველყოს შპს ”სერვისლაინმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 2,136,706.08 (ორი მილიონ ას ოცდათექვსმეტი ათას შვიდას ექვსი ლარი და რვა თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 135,664.00 (ას ოცდათხუთმეტი ათას ექვსას სამოცდაოთხი) ლარი ანუ 2,001,042.08 (ორი მილიონ ათას ორმოცდაორი ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 22 ივლისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (დიდუბე-ჩუღურეთი) - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300023021;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (4,985,647.52 - ოთხი მილიონ ცხრაას ოთხმოცდახუთი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
