წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 336 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2007

მიღების თარიღი ივნისი 22, 2007

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 22 ივნისის N 39 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს N 39 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 (შპს ”კავკასიის ციფრული ქსელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ), საკითხის განხილვა მ/წლის 29 ივნისის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში, ხოლო მე-4 (შპს ”ინფოტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) და მე-5 (შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ)  საკითხების განხილვა მ/წლის 06 ივლისის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილის (№ 2/8/109, 22.06.07) საფუძველზე;

2. დამატებით შეტანილ იქნეს N 39 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს ”ესკადრონი-2007”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ბ) შპს ”კარდიოექსპრესი”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 22 ივნისის N 39 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                   კომისიის თავმჯდომარე                                                     ზ. ნონიკაშვილი

                                   კომისიის წევრი                                                     დ. პატარაია

                                   კომისიის წევრი                                                      გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები