წვდომის მენიუ

შპს ”კავკასუს ნეთვორკის”, შპს ”ჯორჯია ონლაინისა” და შპს ”სანეტის” გაფრხილების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებათა შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 338 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2007

მიღების თარიღი ივნისი 22, 2007

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, იგი უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

   კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (პ. ბერია) განცხადება №10/60-07 შპს ” კავკასუს ნეთვორკის”, შპს ”ჯორჯია ონლაინისა” და შპს ”სანეტისაგან”,  საზოგადოებრივი დამცველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის თაობაზე (შპსკავკასუს ნეთვორკს”, შპს ”ჯორჯია ონლაინისა” და შპს ”სანეტს” 2007 წლის 16 აპრილის წერილი №9/594-07). 

      კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ”დამოუკიდებლი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 პირველი პუნქტის ”ა” და ”დ” ქვეპუნქტების შესაბამისად საზოგადიებრივი დამცველი უფლებამოსილია მოითხოვოს, გაეცნოს ყველა იმ დოკუმენტაციასა თუ მასალას, რომელიც კანონმდებლობით ნებადართულია მარეგულირებელი კომისიის მიერ გასაცნობად და დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები.

     ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, საზოგადოებრივი დამცველი კი სწორედ კომისიის სტრუქტურული ერთეულია, თუმცა გამოყოფილია კომისიის აპარატისგან და მისგან დამოკიდებლად მოქმედებს.

     აღნიშნულის გათვალისწინებით, 2007 წლის 1 ივნისს კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს “კავკასუს ნეთვორკის”, შპს ”ჯორჯია ონლაინისა” და შპს ”სანეტის”  გაფრთხილების თაობაზე, რის შესახებაც კომპანიებს ეცნობათ 2007 წლის 5 ივნისს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გაირკვა, რომ აღნიშნული კომპანიების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა ერთი კომპანია, შპს ”კავკასუს ონლაინი”, რისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარმოდგენილია კომისიაში. შპს “კავკასუს ონლაინის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

     კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს “კავკასუს ონლაინის”, მიერ აღმოფხვრილია ის დარღვევა, რაც გახდა საფუძველი კომისიაში ადმინისტრაციულ წარმოებათა დაწყებისა.

     ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლი მე-18 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს “კავკასუს ნეთვორკის”, შპს ”ჯორჯია ონლაინისა” და შპს ”სანეტის”   გაფრთხილების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “კავკასუს ონლაინისათვის”  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა)  ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრები:                               

დ. პატარაია                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები