წვდომის მენიუ

“ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N.5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინის

ნომერი: 339 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2007

მიღების თარიღი ივნისი 22, 2007

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2007 წლის 20 ივლისს, 15 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან პროექტზე დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 1 კვირის ვადაში;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N.1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).

კომისიის თავმჯდომარე                                                           ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                          დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                          გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები