წვდომის მენიუ

შპს ”კამარა” - სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 344 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2007

მიღების თარიღი ივნისი 22, 2007

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კამარა”-მ (13.06.2007 №7/168-07) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

  როგორც შპს ”კამარა”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანია ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო, სადისპეჩერო, საშუამავლო, საკონსულტაციო, სამედიცინო, სარიტუალო, ტაქსისა და გაზის გამოძახება და შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურებების მოსახლეობისთვის მიწოდებისთვის ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”კამარა”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”კამარა”-ს ნუმერაციის რესურსი 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი).

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”კამარა”-ს მიერ ნუმერაციის რესურსის მინიჭება მოთხოვნილ იყო ქვეყნის მასშტაბით. კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გამომდინარე იქედან, რომ კომპანია მომსახურებას ახორციელებს ქ.თბილისში, ნუმერაციის რესურსის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიჩნია შპს ”კამარა”-სთვის ნუმერაციის რესურსის  0-0-6 (ნული-ნული- ექვსი) მინიჭება ქ.თბილისში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”კამარა”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-6 (ნული-ნული-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008 წლის - 22 ივნისამდე, ქ.თბილისში;

2. შპს ”კამარა” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”კამარა”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”კამარა”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).  

                        კომისიის თავმჯდომარე                                          ზ.ნონიკაშვილი

                        კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                                           გ.ფრუიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები