წვდომის მენიუ

შპს „ჩვენი რადიოსთვის” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 346 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2007

მიღების თარიღი ივნისი 22, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ჩვენი რადიო” (სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (თბსი №014992, 26.07.2004) კერძო მაუმწყებლობის B73 ლიცენზიის (ვადა 26.11.2014) პირობების შესაბამისად, ქ.თბილისში, 98.4მჰც სიხშირეზე აწარმოებს რადიომაუწყებლობას 1კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. 

 შპს ”ჩვენმა რადიომ”  კომისიას მიმართა განცხადებით № 1, 10.05.07,  ქ. თბილისში, სტუდიიდან (სანდრო ეულის №10) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, 12გჰც-დან 13გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში რადიოსარელეო ხაზის გამოყენებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჩვენ რადიოს” ქ.თბილისში, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მონაკვეთზე, სტუდია (სანდრო ეულის №10)   -  მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, გამოეყო  სიხშირე 12849მჰც ± 14მჰც.  

     სიხშირე 12849მჰც ± 14მჰც,   გათვალისწინებულია ქ.თბილისში  სტუდიიდან (სანდრო ეულის №10)   მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მიისაწოდებლად   და გამოყენებული უნდა  იქნეს  დამხმარე  ტექნოლოგიური   დანიშნულუბით.

   ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს  ”ჩვენ რადიოს” სიხშირე  12849მჰც ± 14მჰც,   ქ. თბილისში, სტუდიიდან (სანდრო ეულის №10)   მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მიისაწოდებლად დამხმარე  ტექნოლოგიური   დანიშნულუბით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 26.11.2014);

2.  აღირიცხოს შპს ”ჩვენი რადიოსთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს   კანონმდებლობის   ცვლილების   შემთხვევაში   შპს ”ჩვენი რადიოსთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;  

5. კონტროლი   აღნიშნული    გადაწყვეტილების   შესრულებაზე  დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

 კომისიის  თავმჯდომარე                                               ზ.ნონიკაშვილი

კომისიის  წევრი                                                              დ.პატარაია

კომისიის  წევრი                                                               გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები