შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2007
მიღების თარიღი ივნისი 22, 2007
შპს ტელერადიოკომპანია ”რიონმა” კომისიას მიმართა განცხადებით № 48, 31.05.07, ქ. ქუთაისში, მოძრავი სარეპორტაჟო სადგურიდან სატელევიზიო ანძამდე, ანძიდან სატელევიზიო სტუდიამდე (ფალიაშვილის ქ. №2) და სტუდიიდან სატელევიზიო ანძზე განთავსებულ სატელევიზიო გადამცემამდე მობილური ჩართვების სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, 1.0გჰც-დან 5.0გჰც-მდე დიაპაზონში რადიოსარელეო ხაზის გამოყენებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია ”რიონს” ქ.ქუთაისში, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მონაკვეთებზე: მობილური სადგური - სატელევიზიო ანძა; სატელევიზიო ანძა - სტუდია და სტუდია - სატელევიზიო ანძა , გამოეყო სამი სიხშირე, თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც.
სიხშირეები: 1378.0მჰც ± 14მჰც; 4482.0მჰც ± 14მჰც და 4870.0მჰც ± 14მჰც გათვალისწინებულია, მობილური სადგურიდან სატელევიზიო ანძამდე, ანძიდან სტუდიამდე და სტუდიიდან ანძაზე განთავსებულ სატელევიზიო გადამცემამდე მობილური ჩართვების სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულუბით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელერადიოკომპანია ”რიონს” სიხშირეები 1378.0მჰც ± 14მჰც;
4482.0მჰც ± 14მჰც და 4870.0მჰც ± 14მჰც ქ. ქუთაისში, მონაკვეთებზე:
ა) მობილური სადგური - სატელევიზიო ანძა, 1378.0მჰც ± 14მჰც, გასხივების
სიმძლავრით არაუმეტეს 2.0 ვატისა;
ბ) სატელევიზიო ანძა - სტუდია 4482.0მჰც ± 14მჰც, გასხივების სიმძლავრით
არაუმეტეს 0.5 ვატისა;
გ) სტუდია - სატალევიზიო ანძა, 4870.0მჰც ± 14მჰც, გასხივების სიმძლავრით
არაუმეტეს 0.5 ვატისა,
რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2011);
2. წარმოადგინოს შპს ტელერადიოკომპანია ”რიონმა” გამოყენებული რადიოსარელეო გადამცემი სადგურების სრული ტექნიკური პარამეტრები, სადგურის ინსტალაციის შემდგომ ერთი თვის ვადაში;
3. აღირიცხოს შპს ტელერადიოკომპანია ”რიონისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელერადიოკომპანია ”რიონისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე