წვდომის მენიუ

“მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ

ნომერი: 355 / 22

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2008

მიღების თარიღი ივნისი 26, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2007 წლის 25 მაისს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ” კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში არ შემოსულა დაინტერესებული კომპანიების შენიშვნები, მოსაზრებები და წინადადებები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების სრულად შეჯერების მიზნით, ზეპირი მოსმენა გადაიდოს და ნაცვლად 26 ივნისისა გაიმართოს 2007 წლის 29 ივნისს.

შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გადაიდოს “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომა 2007 წლის 29 ივნისს, 16 საათზე.

2. ეცნობოს დაინტერესებულ კომპანიებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (თ. პოპიაშვილი).

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).

კომისიის თავმჯდომარე                              ზურაბ ნონიკაშვილი

წევრები:                                                    დავით პატარაია

                                                                 გიორგი ფრუიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები