წვდომის მენიუ

სს ”ეგრისსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 356 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2007

მიღების თარიღი ივნისი 29, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა სს ”ეგრისმა”  სს  ” საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”ეგრისსა” და სს  ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის 2003 წლის 1 მარტს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის საკითხი და ამავე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან.

 აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 29 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  სს  ”ეგრისის” წარმომადგენელი ხ. ინჯია, აგრეთვე   სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური.

მოდავე მხარეთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ შორის მიღწეულია შეთანხმება ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომლის ხელმოწერაც უახლოეს დღეებში დასრულდება. მხარეებმა დააყენეს ერთობლივი შუამდგომლობა დავაზე საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის  საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს საქმისწარმოება შპს ”ეგრისის” 2007 წლის  21 მაისის განცხადებაზე;

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს   კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ზ. ნონიკაშვილი

 წევრები:                                                                                             დ. პატარაია

                                                                                                          გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები