წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 358 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2007

მიღების თარიღი ივნისი 29, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N 41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 41 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 4 (ოთხი) საკითხი:

ა) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გრიგოლ ღვალაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს ”მობიტელი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

გ) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში 157XXX-159XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) და მცხეთის რაიონში 50XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

დ) შპს ”საინფორმაციო ბანკი 005”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე).

2.  დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N 41 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                   კომისიის თავმჯდომარე                                                        ზ. ნონიკაშვილი

                                   კომისიის წევრი                                                     დ. პატარაია

                                   კომისიის წევრი                                                      გ. ფრუიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები