წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სამეწარმეო კონტროლის სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ

ნომერი: 36 / 21

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2007

მიღების თარიღი იანვარი 18, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) ”საქართველოს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მ. გოთოშიას და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ.რატიშვილის ინფორმაცია კომისიის მიერ 2006 წლის განმავლობაში სამეწარმეო კონტროლის სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ;

2. დამტკიცდეს წარმოდგენილი ანგარიში (თან ერთვის);

3. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს კომისიის ანგარიში სამეწარმეო კონტროლის სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის მონიტორინგისა და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს (მ. გოთოშია და გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                                     დ. ქიტოშვილი                     

კომისიის წევრები:                                                               

დ.პატარაია                                                                                        

გ. ფრუიძე

ზ. ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები