სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გრიგოლ ღვალაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2007
მიღების თარიღი ივნისი 29, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№ 9/39-07, 15.06.07.) მიმართა მოქალაქე გრიგოლ ღვალაძემ (მცხ. ქ. თბილისი, ნუცუბიძის მე-3 მკ-რნი, 1 კვ, მე-6 კორპ, ბ. 19; საქართველოს მოქალაქის პასპორტის № 0427823) საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაში სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის მინჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ გრიგოლ ღვალაძე არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული (სახმობი ნიშანი - 4L4WW).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ CQ World-Wide VHF Contest წარმოადგენს რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების პირველი რეგიონის ერთ-ერთ პრესტიჟულ შეჯიბრებას და იგი გაიმართება ა/წ 21-22 ივლისს.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულ გრიგოლ ღვალაძის მიერ, აღნიშნულ შეჯიბრებაში სამოყვარულო რადიოკავშირები განხორციელებული იქნება ბაღდადის რაიონის სოფ. მეორე ობჩიდან 50 მგცჰ სიხშირეზე, მოდულაციის ტიპი - SSB.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 515-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518-ე მუხლის 3.ა) მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სახმობი რადიომოყვარულ გრიგოლ ღვალაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის 50 მგჰც სიხშირეზე 1 თვის ვადით მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 30 ივლისამდე:
|
რეგ N |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი, ტიპი და N |
სახმობი |
კატეგორია |
|
S-001 |
გრიგოლ ღვალაძე |
ბაღდადის რაიონი, სოფ. მეორე ობჩა |
4L9W |
|
2. რადიომოყვარული გრიგოლ ღვალაძე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობისა და რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების მოქმედი შესაბამისი წესები;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) 1 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
