საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 5 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2007
მიღების თარიღი იანვარი 26, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 26 იანვრის N 5 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს მ/წლის კომისიის № 4 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-6 და მე-7 საკითხების (შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის და შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) განხილვა 2 კვირით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილის (№ 6/68-07, 26,01,2007) საფუძველზე;
2. დამატებით შეტანილ იქნეს წარმოდგენილ N 5 სხდომის დღის წესრიგის პროექტში 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს ”სუფსა ტექნოკომის” გაფრთხილების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) შპს ”მედია ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);
გ) ”სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ” კომისიის 2007 წლის 18 იანვრის №34/8 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე).
3. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 26 იანვრის N 5 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი