შპს „ტვ-33 ” - ისთვის რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2007
მიღების თარიღი ივლისი 06, 2007
შპს ”ტვ-33”-მა კომისიას მიმართა განცხადებით №1/02, 25.06.07, ქ. თბილისში, სტუდიიდან (ვაჟა-ფშაველას №45) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, 8გჰც-დან 13გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში რადიოსარელეო ხაზის გამოყენებისთვის, 28მჰც სიგანის სიხშირული ზოლის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტვ-33”-ს ქ.თბილისში, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მონაკვეთზე, სტუდია (ვაჟა-ფშაველას №45) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, გამოეყო სიხშირე 10335მჰც ± 14მჰც.
სიხშირე 10335მჰც ± 14მჰც, გათვალისწინებულია ქ.თბილისში სტუდიიდან (ვაჟა-ფშაველას №45) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მიისაწოდებლად და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულუბით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ტვ-33”-ს სიხშირე 10335მჰც ± 14მჰც, ქ. თბილისში, სტუდიიდან (ვაჟა-ფშაველას №45) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მიისაწოდებლად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 11.09.2012);
2. აღირიცხოს შპს ”ტვ-33”-ისთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ტვ-33”-ისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
