შპს ”ჯეოკომ ინვესტისთვის ” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2007
მიღების თარიღი იანვარი 26, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის №533/10 გადაწყვეტილებით 1740,4 – 1741,2 მჰც და 1835,4 – 1836,2 მჰც; 1780,6 – 1784,8 მჰც და 1875,6 – 1879,8 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ”ჯეოკომ ინვესტი”. ამავე გადაწყვეტილებით შპს ”ჯეოკომ ინვესტს” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოკომ ინვესტის” მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია - ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (5,342,555.4 - ხუთი მილიონ სამას ორმოცდაორი ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 774,282.6 (შვიდას სამოცდათოთხმეტი ათას ორას ოთხმოცდაორი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი ანუ 4,568,272.8 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდარვა ათას ორას სამოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ჯეოკომ ინვესტს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F42 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1740,4 – 1741,2 მჰც და 1835,4 – 1836,2 მჰც; 1780,6 – 1784,8 მჰც და 1875,6 – 1879,8 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:
რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;
რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;
რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის რაიონები;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (12,465,962.6 - თორმეტი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათას ცხრაას სამოცდაორი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033021;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (12,465,962.6 - თორმეტი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათას ცხრაას სამოცდაორი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1,038,830.21 ლარი - 2007 წლის 26 თებერვლამდე
1,038,830.21 ლარი - 2007 წლის 26 მარტამდე;
1,038,830.21 ლარი - 2007 წლის 26 აპრილამდე;
1,038,830.21 ლარი - 2007 წლის 26 მაისამდე;
1,038,830.21 ლარი - 2007 წლის 26 ივნისამდე;
1,038,830.21 ლარი - 2007 წლის 26 ივლისამდე;
1,038,830.21 ლარი - 2007 წლის 26 აგვისტომდე;
1,038,830.21 ლარი - 2007 წლის 26 სექტემბრამდე;
1,038,830.21 ლარი - 2007 წლის 26 ოქტომბრამდე;
1,038,830.21 ლარი - 2007 წლის 26 ნოემბრამდე;
1,038,830.21 ლარი - 2007 წლის 26 დეკემბრამდე;
1,038,830.21 ლარი - 2008 წლის 26 იანვრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი