შპს ”ვიქტორია ჯენერალ სექიურითისთვის” სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის № 581/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2007
მიღების თარიღი ივლისი 06, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ვიქტორია ჯენერალ სექიურითმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რ-ლი სასამართლოს მიერ, № 06/4-1988ა; 15.04.05;) კომისიას მიმართა განცხადებით 161.200 მგჰც სიხშირის მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული იყო კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის № 581/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნეს შპს ”ვიქტორია ჯენერალ სექიურითისთვის” 161.200 მგჰც სიხშირის მინიჭება, ხოლო კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის № 581/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
