რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2007
მიღების თარიღი ივლისი 06, 2007
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის SOCHI355/KROSNA-INT, Y04-STAVROPOL, Y04-TARUMOVKA, Y04-STEP, Y04-ISOB, Y04-NOVOALEX, NALCHIK/IDIRECT-2, TEGENEKL/IDIRECT-2 და Y37-PTG მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილის (№ UMS-50/1427, 30.05.07.) დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
