წვდომის მენიუ

ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანსა” და შპს “ვიტელ ჯორჯიას” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 384 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2007

მიღების თარიღი ივლისი 06, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანმა” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების წესით  შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ზე გადაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდ.მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

  ”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2299 მჰც ÷ 2350 მჰც უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  05.05.2016-მდე;

გ) უზრუნველყოს ინდ.მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანმა” 2299 მჰც ÷ 2350 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;”

როგორც წარმოდგენილ განცხადებაშია აღნიშნული, ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზია ჩადებულ იქნა შპს ”ვიტელ ჯორჯია” -ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 27 ივნისს რეგისტრაციის №204532728) საწესდებო კაპიტალში და შესაბამისად, ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანი” ითხოვს ზემოაღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების პირდაპირი გადაპირების წესით  შპს ” ვიტელ ჯორჯია”-სთვის  გადაცემას.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წესდება, პარტნიორთა კრების ოქმი №1, რეგისტრაციის მოწმობა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და ამავე დროს შპს ”გლობალ აუდიტის” სერტიფიცირებული აუდიტორის - ზაქარია შიშმანაშვილის დასკვნა კონსტანტინე ასათიანის მიერ შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს საწესდებო კაპიტალში ჩასადები ქონების შეფასების შესახებ.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისისას შესაძლებლად მიაჩნია: ინდ. მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზია პირდაპირი გადაპირების წესით გადაეცეს შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს და შესაბამისად, გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯია” უფლებამოსილი იქნება დაიწყოს ზემოაღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით საქმიანობა მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემდეგ და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ვიტელ ჯორჯია”;

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2299 მჰც ÷ 2350 მჰც უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  05.05.2016-მდე;

გ) უზრუნველყოს შპს  ”ვიტელ ჯორჯია”-მ 2299 მჰც ÷ 2350 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).  

კომისიის წევრები                                         დ.პატარაია

                                                                       გ.ფრუიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები