რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2007
მიღების თარიღი ივლისი 13, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 8 ივნისის №305/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად და ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 25 ივნისის 17:00 საათი, აუქციონის ჩატარების თარიღად - 2007 წლის 13 ივლისის 14:00 საათი. რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონისთვის განისაზღვრა - 5,932.80 (ხუთი ათას ცხრაას ოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი, აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 297 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი, ხოლო ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონისთვის - 9590.4 (ცხრა ათას ხუთას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარი.
ზემოაღნიშნულ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინა სს ”გლობალ ერთმა”.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გლობალ ერთი”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონები გაიმართა 2007 წლის 13 ივლისის კომისიის სხდომაზე.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. სს ”გლობალ ერთი”-ს წარმომადგენელმა რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონში რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 6,229.8 (ექვსი ათას ორას ოცდაცხრა ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის, ხოლო ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონში რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 10,070.40 (ათი ათას სამოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”გლობალ ერთი” რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 6,229.8 – (ექვსი ათას ორას ოცდაცხრა ლარი და ოთხმოცი თეთრი);
2. უზრუნველყოს სს ”გლობალ ერთმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (1868.94 (ერთი ათას რვაას სამოცდარვა ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი)) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი - 593.28 (ხუთას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარი ანუ 1,275.66 (ერთი ათას ორას სამოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 13 აგვისტომდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (დიდუბე-ჩუღურეთი) - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300023021;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (4360.86 - ოთხი ათას სამას სამოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”გლობალ ერთი” ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 10,070.40 (ათი ათას სამოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი;
5. უზრუნველყოს სს ”გლობალ ერთმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (3021.12 (სამი ათას ოცდაერთი ლარი და თორმეტი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 959.04 (ცხრაას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხი თეთრი) ლარი ანუ 2062.08 (ორი ათას სამოცდაორი ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 13 აგვისტომდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (დიდუბე-ჩუღურეთი) - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300023021;
6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (7049.29 - შვიდი ათას ორმოცდაცხრა ლარი და ოცდაცხრა თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
7. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
8. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
9. დაევალოს კომისიის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
10. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) სს ”გლობალ ერთი”-სთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
