წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 44 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 387 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2007

მიღების თარიღი ივლისი 13, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 13 ივლისის N 44 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

 

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 44 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს ”მიკრომედია XXI”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

ბ) შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” დაჯარიმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);

2.  დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 13 ივლისის N 44 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                         ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                      გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები