ფონდი “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2007
მიღების თარიღი ივლისი 13, 2007
ფონდი “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა” კომისიას მიმართა განცხადებით №151/07, 04.06.07, ქ. თბილისში, სტუდიიდან (ბროსეს ქ. №2) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, 7გჰც-დან 10გჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში რადიოსარელეო ხაზის გამოყენებისთვის, სიხშირული ზოლის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ფონდი “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის” ქ.თბილისში, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მონაკვეთზე, სტუდია (ბროსეს ქ.№2) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, შეირჩა სიხშირე 8304მჰც ± 14მჰც.
სიხშირე 8304მჰც ± 14მჰც, გათვალისწინებულია ქ.თბილისში სტუდიიდან (ბროსეს ქ.№2) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულუბით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ფონდი “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს” 8304მჰც ± 14მჰც, სიხშირე ქ. თბილისში, სტუდიიდან (ბროსეს ქ.№2) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 25.11.2015);
2. აღირიცხოს ფონდი “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ფონდი “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
