შპს „სელკომი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2007
მიღების თარიღი იანვარი 26, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის №530/10 გადაწყვეტილებით ქ.ფოთში - 46XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი), ქ.გორში - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) და ქობულეთის რაიონში - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სელკომი“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „სელკომს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის (რამაც ჯამში შეადგინა 967.50 - ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდის წესი თითოეული ლიცენზიისთვის,.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „სელკომის“ მიერ სამივე ლიცენზიისთვის ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (1,417.50 - ერთი ათას ოთხას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 450.00 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი ანუ 967.50 (ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „სელკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N82 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ფოთში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 46XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1102.5 - ერთი ათას ას ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1102.5 - ერთი ათას ას ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
91.87 ლარი - 2007 წლის 26 თებერვლამდე
91.87 ლარი - 2007 წლის 26 მარტამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 აპრილამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 მაისამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ივნისამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ივლისამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 აგვისტომდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 სექტემბრამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ოქტომბრამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ნოემბრამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 დეკემბრამდე;
91.87 ლარი - 2008 წლის 26 იანვრამდე;
4. მიეცეს შპს „სელკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N83 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.გორში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
5. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1102.5 - ერთი ათას ას ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;
6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1102.5 - ერთი ათას ას ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
91.87 ლარი - 2007 წლის 26 თებერვლამდე
91.87 ლარი - 2007 წლის 26 მარტამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 აპრილამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 მაისამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ივნისამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ივლისამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 აგვისტომდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 სექტემბრამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ოქტომბრამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ნოემბრამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 დეკემბრამდე;
91.87 ლარი - 2008 წლის 26 იანვრამდე;
7. მიეცეს შპს „სელკომს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N84 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქობულეთის რაიონში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 30XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
8. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1102.5 - ერთი ათას ას ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;
9. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1102.5 - ერთი ათას ას ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
91.87 ლარი - 2007 წლის 26 თებერვლამდე
91.87 ლარი - 2007 წლის 26 მარტამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 აპრილამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 მაისამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ივნისამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ივლისამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 აგვისტომდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 სექტემბრამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ოქტომბრამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 ნოემბრამდე;
91.87 ლარი - 2007 წლის 26 დეკემბრამდე;
91.87 ლარი - 2008 წლის 26 იანვრამდე;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი