შპს ”ბესტისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის № 612/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2007
მიღების თარიღი ივლისი 13, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ბესტმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ლი სასამართლოს მიერ, № 5/4-3450; 13.11.02;) კომისიას მიმართა განცხადებით 153.450 მჰც და 158.750 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული იყო კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის № 612/13 გადაწყვეტილებით .
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნეს შპს ”ბესტისთვის” 153.450 მჰც და 158.750 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის № 612/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
