შპს ”მიკრომედია XXI”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2007
მიღების თარიღი ივლისი 13, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა შპს ”მიკრომედია XXI”-მა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მიკრომედია XXI”-ს კომისიის 2005 წლის 9 დეკემბრის №769/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა 12.317 გჰც ÷12.903 გჰც სიხშირული დიაპაზონი შემდეგ ქალაქებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი და 10.715 გჰც ÷11.303 გჰც სიხშირული დიაპაზონი ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ქუთაისი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ჭიათურა, საჩხერე, ონი, ამბროლაური, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, დუშეთი, თიანეთი, წალკა, ცხინვალი, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით. კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №20/22 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა შპს ”მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ კომისიის ზემოაღნიუშნულ გადაწყვეტილებაში და შპს ”მიკრომედია XXI”-ს განესაზღვრა შემდეგი პირობები: 12317 მჰც ÷12905 მჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი; 11191 მჰც ÷11667 მჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო; 10705 მჰც ÷11293 მჰც სიხშირული ზოლი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი შიდასაწარმოო დანიშნულებით ერთი წლის ვადით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”საკაბელო სატრანზიტო მაუწყებლობისთვის შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის მინიჭებული რადიოსიხშირეების მფლობელებზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხის მომზადების და შპს ”აიეტის” №1 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2006 წლის 28 აპრილის 178/2 გადაწყვეტილებით შპს ”მიკრომედია XXI”-ს ეცნობა, რომ კომპანიის მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის და ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში მიეცემოდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით,“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს, რომ ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.
შპს ”მიკრომედია XXI” -მა სურვილი გამოთქვა მიეღო ზემოაღნიშნულ სიხშირეებზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში. რის შესახებაც აცნობა კომისიას 2006 წლის 5 მაისის წერილით №7/71-06. კომპანიამ გაიარა კომისიაში ავტორიზაცია 2006 წლის 19 ივნისს (რეგისტრაციის N140/1), ხოლო 2006 წლის 12 სექტემბერს შპს ”მიკრომედია XXI”-ს მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო მოსაკრებელი 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”მიკრომედია XXI” -ს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა ლიცენზიის მისაღებად არსებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს ”მიკრომედია XXI” -სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F54 ლიცენზია შპს ”მიკრომედია XXI” -ს და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ა.ა. სიხშირული ზოლი: 12317 მჰც ÷ 12905 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი;
ა.ბ. სიხშირული ზოლი: 11191 მჰც ÷11667 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო;
ა.გ. სიხშირული ზოლი 10705 მჰც ÷11293 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2006 წლის 9 დეკემბრიდან - 2016 წლის 9 დეკემბრამდე;
გ) უზრუნველყოს შპს ” მიკრომედია XXI ”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
