წვდომის მენიუ

შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” დაჯარიმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 397 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2007

მიღების თარიღი ივლისი 13, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

     ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის 3-ე პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

     კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

      ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2007 წლის 3 ივლისს,  კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა (მ. გოთოშია), ჩაატარა შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” საქმიანობის შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი №17. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შპს ”ბლუმფინ ლიმიტედს” რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის № F7 ლიცენზიის შესაბამისად, პრაქტიკული საქმიანობა დაწყებული არ აქვს.

    კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს ”ბლუმფინ ლიმიტედი” პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო კომისიის 2007 წლის 27 აპრილის № 209/28 გადაწყვეტილებით უკვე  გაფრთხილებულია და გასულია ის ორ თვიანი ვადაც, რომელიც მიეცა შპს ”ბლუმფინ ლიმიტედს” პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად.

  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს  ”ბლუმფინ ლიმიტედის” ” დაჯარიმების მიზნით.

   “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” დაჯარიმების მიზნით;

2. შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” დაჯარიმების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 27 ივლისს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ № 42.

3. შპს ”ბლუმფინ ლიმიტედს” უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამნეტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”ბლუმფინ ლიმიტედისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით.

6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ზ. ნონიკაშვილი                                                                      

კომისიის წევრი                                                                                    გ. ფრუიძე                                                                                                              

                                                                                                               დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები