საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2007
მიღების თარიღი ივლისი 20, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N 46 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს № 46 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხის (სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”საქტელკომ პლუსთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ) განხილვა მ/წლის 27 ივლისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 46 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ”აჭარის ბუნებრივი აირი”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ბ) შპს ”მმგს საქართველო”-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
3. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 20 ივლისის N 46 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
