წვდომის მენიუ

შპს ”ელ სი რადიოს ” № B 55 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ნომერი: 4 / 4

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2007

მიღების თარიღი იანვარი 05, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) , აღნიშნავს, რომ 2006 წლის 20 ნოემბერს კომისიას თხოვნით მომართა შპს ”ელ სი რადიოს” დირექტორმა  ლ. ჩიკვაიძემ და მოითხოვა შპს ” ელ სი რადიოს ” № B55 ლიცენზიის გაუქმება.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს ”ელ სი რადიოს”№ B 55 ლიცენზია;

2. გაეგზავნოს შპს ”ელ სი რადიოს” წინამდებარე გადაწყვეტილება (მ.აროშიძე) შესაბამისი თანმხლები წერილით;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                             დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                                        დ.პატარაია

                                                                                       გ.ფრუიძე

                                                                                      ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები