შპს „მიკრომედია XXI ” - სთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2007
მიღების თარიღი ივლისი 20, 2007
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მიკრომედია XXI” არის ავტორიზირებული პირი (რეგისტრაციის №140/1), ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას №F54 (ვადა 09.12.2016) და სიხშირული ზოლები გამოყენებული აქვს საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში ლიცენზიის პირობების შესაბამისად. სიხშირული ზოლი 12317 მჰც ÷12905 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი; ქარელი; ხაშური; გორი; ცხინვალი; დუშეთი; ყვარელი; თელავი; ლაგოდეხი; ახმეტა; სიღნაღი; გურჯაანი. სიხშირული ზოლი 11191 მჰც ÷11667 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი; მცხეთა; ზესტაფონი; ქუთაისი; ჭიათურა; საჩხერე; გარდაბანი; თეთრიწყარო; დმანისი; ბოლნისი; საგარეჯო; დედოფლისწყარო. სიხშირული ზოლი 10705 მჰც ÷11293 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა; ტყიბული; ბაღდათი; ხონი; სამტრედია; აბაშა; ლანჩხუთი; ოზურგეთი; ჩოხატაური; ფოთი; ქობულეთი; ხელვაჩაური; ხულო; ბათუმი; ონი; ამბროლაური; ახალქალაქი; ახალციხე; ნინოწმინდა; თიანეთი; წალკა; ყაზბეგი; სენაკი; წალენჯიხა; ჩხოროწყუ; ზუგდიდი; ცაგერი; ლენტეხი; მესტია; გალი; სოხუმი; გაგრა; გულრიფში; ოჩამჩირე; გუდაუთა; ტყვარჩელი.
შპს „მიკრომედია XXI”-სთვის, დ.ტაბახმელაში მდებარე სათაო სადგურიდან, №F54 ლიცენზიის პირობებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განთავსებულ გადამცემ ტერმინალებამდე (სისტემა ”წერტილი - მრავალწერტილი”) რადიოსარელეო ხაზებით ჯგუფური სიგნალების მისაწოდებლად, შეირჩა სიხშირეები: 14027მჰც±21მჰც; 14069მჰც±21მჰც; 14111მჰც±21მჰც; 14153მგჰც±21მჰც; 14195მჰც±21მჰც; 14237მჰც±21მჰც; 14279მჰც±21მჰც; 14321მჰც±21მჰც და 14363მჰც±21მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 41 მჰც. სიხშირეები გათვალისწინებულია 1 ვატამდე სიმძლავრის რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის მონაკვეთებზე: ტაბახმელა - მთა ცივი - თელავი - სანავარდო - ყვარელი - სიღნაღი - გელათი - ლაგოდეხი - დედოფლისწყარო და ტაბახმელა - ზედაზენი - მცხეთა - კასპი - გორი - ხარაგაული - საჩხერე - ქუთაისი - სენაკი - ფოთი - ბათუმი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მიკრომედია XXI”-ს განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 23,476.50 (ოცდასამი ათას ოთხას სამოცდათექვსმეტ) ლარს და ორმოცდაათ თეთრს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, სათაო სადგურიდან, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებულ გადამცემ ტერმინალებამდე ჯგუფური სიგნალების მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზის სადგურების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „მიკრომედია XXI”-ს რადიოსიხშირეები:
14027მჰც±21მჰც; 14069მჰც±21მჰც; 14111მჰც±21მჰც; 14153მგჰც±21მჰც; 14195მჰც±21მჰც; 14237მჰც±21მჰც;14279მჰც±21მჰც; 14321მჰც±21მჰც და 14363მჰც±21მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 41 მჰც, რადიოსარელეო ხაზის მონაკვეთებზე: ტაბახმელა - მთა ცივი - თელავი სანავარდო - ყვარელი - სიღნაღი - გელათი - ლაგოდეხი - დედოფლისწყარო და ტაბახმელა - ზედაზენი - მცხეთა - კასპი - გორი - ხარაგაული - საჩხერე - ქუთაისი - სენაკი - ფოთი - ბათუმი, სათაო სადგურიდან გადამცემ ტარმინალებამდე ჯგუფური სიგნალების მისაწოდებლად, 1 (ერთ) ვატამდე სიმძლავრის რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2017 წლის 20 ივლისამდე;
2. განესაზღვროს შპს „მიკრომედია XXI”-ს სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 23,476.50 (ოცდასამი ათას ოთხას სამოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი);
3. უზრუნველყოს შპს „მიკრომედია XXI”-მ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 23,476.50 (ოცდასამი ათას ოთხას სამოცდათექვსმეტი ლარის და ორმოცდაათი თეთრის) გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300033021;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „მიკრომედია XXI”-ს მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. წარმოადგინოს „მიკრომედია XXI”-მ ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ რადოსარელეო ხაზის მონაკვეთებზე, ამავე გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების მონაცვლეობით გამოყენების წესი და რადიოსარელეო სადგურების ტექნიკური მონაცემები არსებული ფორმით, სადგურების ინსტალაციის პროცესის მიმდინარეობის შესაბამისად;
6. აღირიცხოს შპს „მიკრომედია XXI”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს „მიკრომედია XXI”-ს მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
7. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მიკრომედია XXI”-სთვის რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
