შპს „მეღვინეობა ხარებასთვის“ სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2007
მიღების თარიღი ივლისი 20, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „მეღვინეობა ხარებამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 აპროლის N 06/4-1526 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „მეღვინეობა ხარებას“ 157.375 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „მეღვინეობა ხარებასთვის“ მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში აღირიცხოს შპს „მეღვინეობა ხარებასთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
