წვდომის მენიუ

შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” დაჯარიმების თაობაზე

ნომერი: 418 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2007

მიღების თარიღი ივლისი 27, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

     ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის 3-ე პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

     კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

      ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2007 წლის 3 ივლისს,  კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა (მ. გოთოშია), ჩაატარა შპს ”ბლუმფინ ლიმიტედის” საქმიანობის შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი №17. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შპს ”ბლუმფინ ლიმიტედს” რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის № F7 ლიცენზიის შესაბამისად, პრაქტიკული საქმიანობა დაწყებული არ აქვს.

    კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს ”ბლუმფინ ლიმიტედი” პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო კომისიის 2007 წლის 27 აპრილის № 209/28 გადაწყვეტილებით უკვე  გაფრთხილებულია და გასულია ის ორ თვიანი ვადაც, რომელიც მიეცა შპს ”ბლუმფინ ლიმიტედს” პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად.

     აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიაში 2007 წლის 13 ივლისს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს  ”ბლუმფინ ლიმიტედის” დაჯარიმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს ”ბლუმფინ ლიმიტედს” კომისიაში არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც გახდებოდა საფუძველი დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისათვის.

      ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლი დღგ-ს გარეშე) 0,5% პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა.

   იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”ბლუმფინ ლიმიტედს” არ აქვს დაწყებული პრაქტიკული საქმიანობა და მას ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობიდან შემოსავლი არ აქვს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შპს ”ბლუმფინ ლიმიტედს” დაეკისროს ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

2. შპს ”ბლუმფინ ლიმიტედმა” უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა კომისიაში ამ გადაწყვეტილების მირებიდან 2  თვის განმავლობაში. 

3. შპს ”ბლუმფინ ლიმიტედმა” 30 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული ჯარიმის გადახდა შემდეგ რეკვიზიტებზე:  ხაზინის ერთიანი ანგარიში ანგარიშის ნომერი 200122900, ბანკი სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220101222, სახაზინო კოდი 300041116 და წარმოადგინოს კომისიაში გადახდის ქვითარი.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”ბლუმფინ ლიმიტედისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                     ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                                     დ. პატარაია                                                                                                                                                                                                                                                                                                     

                                                                                                               გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები