“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2007
მიღების თარიღი იანვარი 26, 2007
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 211-ე მუხლისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
3. “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2007 წლის 23 თებერვალს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას 2007 წლის 9 მარტს 16 საათზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
წევრი: დ. პატარაია
წევრი: გ. ფრუიძე
წევრი: ზ. ნონიკაშვილი