წვდომის მენიუ

შპს "სერვისლაინი"- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 420 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2007

მიღების თარიღი ივლისი 27, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 22 ივნისის №335/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, 3434.5 მჰც ÷ 3445.0 მჰც;  3534.5 მჰც ÷  3545.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”სერვისლაინი”.

ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”სერვისლაინს” „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (7,122,353.60 - შვიდი მილიონ ას ოცდაორი ათას სამას ორმოცდაცამეტი ლარი და სამოცი თეთრი) 30%-ს - 2,136,706.08  (ორი მილიონ ას ოცდათექვსმეტი ათას შვიდას ექვსი ლარი და რვა თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 135,664.00 (ას ოცდათხუთმეტი ათას ექვსას სამოცდაოთხი) ლარი ანუ 2,001,042.08 (ორი მილიონ ათას ორმოცდაორი ლარი და რვა თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისლაინი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია - 2,001,042.08 (ორი მილიონ ათას ორმოცდაორი ლარი და რვა თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა

1. მიეცეს შპს ”სერვისლაინს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F55 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3434.5 მჰც ÷ 3445.0 მჰც;  3534.5 მჰც ÷  3545.0 მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;  

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 27 ივლისამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ე) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი;

რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (4,985,647.52 - ოთხი მილიონ ცხრაას ოთხმოცდახუთი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი)  გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (დიდუბე-ჩუღურეთი) - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300023021;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (4,985,647.52 - ოთხი მილიონ ცხრაას ოთხმოცდახუთი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

415,470.62 ლარი    -   2007 წლის 27 აგვისტომდე;

415,470.62 ლარი    -   2007 წლის 27 სექტემბრამდე;

415,470.62 ლარი    -   2007 წლის 27 ოქტომბრამდე;

415,470.62 ლარი    -   2007 წლის 27 ნოემბრამდე;

415,470.62 ლარი    -   2007 წლის 27 დეკემბრამდე;

415,470.62 ლარი    -   2008 წლის 27 იანვრამდე;

415,470.62 ლარი    -   2008 წლის 27 თებერვლამდე

415,470.62 ლარი    -   2008 წლის 27 მარტამდე;

415,470.62 ლარი    -   2008 წლის 27 აპრილამდე;

415,470.62 ლარი    -   2008 წლის 27 მაისამდე;

415,470.62 ლარი    -   2008 წლის 27 ივნისამდე;

415,470.62 ლარი    -   2008 წლის 27 ივლისამდე;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                    გ.ფრუიძე                              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები