წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

ნომერი: 422 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007

მიღების თარიღი ივლისი 27, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებებით  საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების  შესახებ.

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47\'-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს (“MAURITANIA”,  “St. CONSTANTINE”, “QTMOS CRUISER”, “SESI”  და  “KATO”)   ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის  ნიშნები:

 

N

ნებარ-  თვის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის

დასახელება

სახმობი

MMSI  N

Selective call

1

0891

Navtera Del Pacific S.A.

“MAURITANIA”

4LCH2

213 699 000

-

2

0892

Kogos Shipping Company Limited

“St. CONSTANTINE”

4LCI2

213 700 000

-

3

0893

Queen Tower Marine Oil Services

“QTMOS CRUISER”

4LCJ2

213 701 000

-

4

0894

Seacor Limited

“SESI”

4LCK2

-

-

5

0896

Mr. Tamaz Zoidze & Mr. Levan Kacharava

“KATO”

4LCM2

213 703 000

-

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები