წვდომის მენიუ

შპს ”სუფსა ტექნოკომის” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 43 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2007

მიღების თარიღი იანვარი 26, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2004 წლის №149/20 გადაწყვეტილების საფუძველზე, 2006 წლის 15 დეკემბერს  კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ბატონ მიხეილ გოთოშიამ ჩაატარა შპს ”სუფსა ტექნოკომის” (ავტორიზირებული 10.05.06 №111/1)    შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი №09/2006. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ”შპს ”სუფსა ტექნოკომს” არ წარმოუდგენია კომისიაში ინფორმაცია სატელეფონო ტრაფიკების შესახებ, რითაც დარღვეულია კომისიის 2004 წლის №149/20 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.”

შპს ”სუფსა ტექნოკომის” დირექციის განცხადებით, მათი ”ხაზი სარგებლობს შპს ”ტელეკომის” ხაზით, რადგან მათი ადგილობრივი სატელოფონო სადგური არის ძველი და ამიტომაც ვერ ხერხდება შემოსული და გასული ნომრების სრული სახით დაფიქსირება, მაგრამ ახლო მომავალში სავარაუდოდ 2007 წლის იანვრიდან მოახერხებენ პროგრამის სრულყოფას და ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენას.”

შპს ”სუფსა ტექნოკომის წარმომადგენელმა” კომისიის 2007 წლის 26 იანვრის სხდომაზე დაადასტურა მისივე ხელმძღვანელობის პოზიცია და განაცხადა, რომ თებერვლის თვის ბოლომდე აღმოიფხვრებოდა ყველა  ტექნიკური პრობლემა, რაც დარღვევის მიზეზი გახდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაფრთხილდეს შპს ”სუფსა ტექნოკომი” რათა მან უზრუნველყოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით და კომისიის 2004 წლის №149/20 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება, ხოლო ამ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისთვის მიეცეს ვადა 2007 წლის 1 მარტამდე;

2. შპს ”სუფსა ტექნოკომს” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (დღგ-ს გარეშე) 0,5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 (ათი ათასი) ლარისა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე:                                                               დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი:                                                                            გ. ფრუიძე

                                                                                                       ზ. ნონიკაშვილი

                                                                                                        დ. პატარაია

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები