წვდომის მენიუ

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ

ნომერი: 430 / 8

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 29 ივნისის N366/8  გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:

ა) 157XXX-159XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. თბილისში;

- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით;

- აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტი დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 225 (ორას ოცდახუთი) ლარი;

ბ) 50XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად მცხეთის რაიონში;

- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;

- აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტი დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი;

ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 16 ივლისის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების  ჩატარების თარიღად -  2007 წლის 3 აგვისტოს 15:00  საათი;

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს:

ა) ქ.თბილისზე - შპს ”მაქსტელმა” და სს ”გლობალ ერთმა”;

ბ) მცხეთის რაიონზე - შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ;

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2007 წლის 3 აგვისტოს კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონში 50XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს წარმომადგენელმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის -  1575.00 (ერთი ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ქ.თბილისში 157XXX-159XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად  გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად  შპს ”მაქსტელი”-ს  წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შესაბამისად, სს ”გლობალ ერთს” წილად ხვდა №2. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 4500 ლარს + ერთი ბიჯი, 225 ლარი) დააფიქსირა შპს ” მაქსტელი”-ს წარმომადგენელმა. აუქციონის მსვლელობისას  შპს ”მაქსტელი”-ს წარმომადგენლის მიერ ბოლოს დაფიქსირებულ იქნა საწყის ოდენობას დამატებული 33 (ოცდაცამეტი) ბიჯი, რის შემდეგაც სს ”გლობალ ერთი”-ს  წარმომადგენელმა დაამატა კიდევ 1 (ერთი) ბიჯი. შპს ” ”მაქსტელი”-ს წარმომადგენელმა 35-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 34 (ოცდათოთხმეტი) ბიჯი, სულ 12,150.00 (თორმეტი ათას ას ორმოცდაათი) ლარი დააფიქსირა სს ”გლობალ ერთი”-ს  წარმომადგენელმა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” მცხეთის რაიონში 50XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1575.00 (ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი) ლარი .

2.  უზრუნველყოს შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 472.5 – (ოთხას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 150.00 (ას ორმოცდაათი ლარი) ლარი ანუ 322.50 (სამას ოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 3 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773020;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1,102.50 - ერთი ათას ას ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;  

4. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”გლობალ ერთი” 157XXX-159XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ.თბილისში გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 12,150.00 (თორმეტი ათას ას ორმოცდაათი)  ლარი.

5.  უზრუნველყოს სს ”გლობალ ერთმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 3,645.00 – (სამი ათას ექვსას ორმოცდახუთი ლარი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 450.00 (ოთხას ორმოცდაათი ლარი) ლარი ანუ 3195. (სამი ათას ას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა 2007 წლის 3 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773020;

6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (8,505.00 - რვა ათას ხუთას ხუთი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;    

7. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

8. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

9. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებულის  მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

10. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

11.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის მონაწილისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

            კომისიის თავმჯდომარე                                          ზ.ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                         დ.პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები