საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 49 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 03 აგვისტოს N 49 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 49 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 3 (სამი) საკითხი:
ა)შპს ”ოდიშისთვის” კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);
ბ) შპს ”ტვ-33”-სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);
გ) საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 03 აგვისტოს N 49 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
