შპს ”ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 20 აპრილის № 199/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვამ” (რეგისტრირებული ვანის რ-ლი სასამართლოს მიერ, № 29/5-ბ-85; 02.02.05) კომისიას მიმართა განცხადებით ”441.150 მჰც, 446.400 მჰც და 165.550 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული იყო კომისიის 2007 წლის 20 აპრილის № 199/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნეს შპს ”ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის” 441.150 მჰც, 446.400 მჰც და 165.550 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2007 წლის 20 აპრილის № 199/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
