წვდომის მენიუ

შპს ”კოკისთვის” სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 5 იანვრის № 7/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 435 / 19

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”კოკიმ” (რეგისტრირებული  ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მოწმობით   № 00128; 06.11.06.) კომისიას მიმართა განცხადებით 150.750 მჰც სიხშირის მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული იყო კომისიის 2007 წლის  5 იანვრის № 7/13  გადაწყვეტილებით .

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნეს შპს ”კოკისთვის” 150.750 მჰც სიხშირის მინიჭება, ხოლო  კომისიის 2007 წლის  5 იანვრის № 7/13  გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები