შპს „საქართველოს ხმისთვის” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2007
მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007
შპს ”საქართველოს ხმამ” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №/218-07, 18.07.07), ქ.თბილისში, სტუდიიდან (შარტავას ქ. №18ა) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, 8გჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიოსარელეო ხაზის გამოყენებისთვის, სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ხმას” ქ.თბილისში, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მონაკვეთზე, სტუდია (შარტავას ქ. №18ა) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, გამოეყო სიხშირე 8560მჰც ± 12მჰც.
სიხშირე 8560მჰც ± 12მჰც, გათვალისწინებულია ქ.თბილისში სტუდიიდან (შარტავას ქ. №18ა) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულუბით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”საქართველოს ხმას” სიხშირე 8560მჰც ± 12მჰც ქ. თბილისში, სტუდიიდან (შარტავას ქ. №18ა) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 29.07.2013);
2. აღირიცხოს შპს „საქართველოს ხმისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში „საქართველოს ხმისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
